|
2019-03-11 19:02:57, 1571 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - არ გადავმდგარვარ, თუმცა თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, გვერდზე გავიწევი
"არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანის თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მის უწყებას ეხება და მათზე სიდკუსია სურს. „არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკითხი,რომელიც მე ვთვლი რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე,რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. თავს შევიკავებ, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს არ იქნება გაზიარებული ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)