|
2019-03-11 11:41:44, 1589 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი 11 მარტს კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას. „შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ. შეთანხმებით ჩამოყალიბდება ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელიც განიხილავს არსებულ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს სხვადასხვა სექტორებში.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)