|
2019-03-02 14:29:02, 2001 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ - ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და სებ-ის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება საბანკო სექტორს ზიანს აყენებს
„უსაფუძვლო განცხადებებით კომერციული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება ქვეყნის საბანკო სექტორს ზიანს აყენებს“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული. ბანკი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გასაჯაროებულ MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES LIMITED-ის წერილს ეხმაურება, სადაც „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზეა“ საუბარი. „2018 წლის 27 აპრილს, რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. მის მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხე - საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited-ია. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი. BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უსაფუძვლო განცხადებებით კომერციული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. როგორც ცნობილი გახდა, დეპუტატებმა დავით ჭიჭინაძემ, ირაკლი კოვზანაძემ და პაატა კვიჟინაძემ დიდი ბრიტანეთიდან მიიღეს წერილი მიიღეს, სადაც საუბარია „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)