|
2019-03-01 10:37:24, 1910 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა მიქავამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ეკონომიკის მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღნიშნული ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის (HDM/EU4Digital) ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ საქართველოში ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე, ასევე დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარება და მისი ევროპულ ციფრულ ბაზრებთან ინტეგრირება წარმოადგენს. მინისტერიალზე აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში და განმტკიცებაში მინისტერიალზე მისაღები გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მინისტერიალზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების დარეგულირებას და შემდგომში მათი ევროკავშირის ქვეყნების ტარიფებთან დაახლოებას.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)