|
2019-02-28 18:19:51, 2226 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო
"თიბისი ბანკმა" ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 34 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო. თანხები მოხმარდება ბანკის კლიენტების მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში. “ევროპის საინვესტიციო ბანკთან მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით განვაგრძობთ პარტნიორობას EIB-სთან. აღნიშნული საკრედიტო რესურსით კიდევ უფრო გაძლიერა თიბისის პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე. ჩვენი კლიენტები მიიღებენ შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი ბიზნეს აქტივობები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთადერთ ბანკს, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი გრძელვადიან ფინანსებს ხდის ხელმისაწვდომს და ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. EIB მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების მიზნით.
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)