|
2019-02-28 16:50:20, 2013 ნახვა
ეკონომიკა
ახვლედიანი TBC-ზე: ინვესტორებმა გვითხრეს, რომ თუ საკითხი არ მოგვარდება, გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებენ. ახვლედიანის განმარტებით, ფულის გათეთრების საქმის წამოწევა პოტენციურ ინვესტორებს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას რისკის ქვეშ აყენებს. „ჯერჯერობით პროცესები არ შეჩერებულა. თუმცა აუცილებელია, რომ ეს გაუგებრობა მოგვარდეს. სიცხადე მოეფინოს ამ ყველაფერს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ამ პროექტში ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ფინანსური დახურვისთვის და მერე წარმატებით განხორციელებისთვის. მესიჯები იყო ის, რომ მათ გამოთქვეს შეშფოთება ამ კონკრეტული მიმდინარე მოვლენების გარშემო და გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში რთული იქნება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ „თიბისის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)