|
2019-02-25 18:18:25, 1782 ნახვა
ეკონომიკა
მეზურნიშვილი Fitch-ზე: აღნიშნული ცვლილება, საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობის აღიარებაა
კასპის მაჟორიტარის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, 2011 წლის შემდეგ პირველად Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა და ახალ ისტორიულ ნიშნულზე გადაიყვანა. როგორც მეზურნიშვილი განაცხადა, აღნიშნული ცვლილება, საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობის და მის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს BB სტატუსი მიანიჭა, პროგნოზით - სტაბილური. აღნიშნული ცვლილება, საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობის და მის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა. 2018 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ მას რეგიონული რისკებისადმი გამკლავების უნარი გააჩნდა, აქტიურად იმუშავა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, ხელი შეუწყო უმუშევრობის შემცირებას, კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე და ეკონომიკური თავისუფლება, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა და მრავალი სხვა. სწორედ ასეთმა მოვლენებმა უზრუნველყვეს ფიტჩის რეიტინგში საქართველოს წინსვლა და განაპირობებენ მის მომდევნო გაუმჯობესებასაც. ყველაფერთან ერთად, საქართველო ერთად-ერთი ქვეყანაა რეგიონში რომელსაც ფიტჩმა რეიტინგი გაუუმჯობესა და ამასთან ერთად ცალკეული პარამეტრების მიხედვით საქართველო შეიძლება ითქვას წინმსწრებად, უკვე აკმაყოფილებს რეიტინგში მომდევნო წინსვლისთვის საჭირო მოთხოვნებს. საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას", - განაცხადა მეზურნიშვილმა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)