|
2019-02-22 14:54:09, 2055 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის
დღეს, GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში" პროექტ „ბიზნეს ამქარის" პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული. პროექტს GIPA და თიბისი ბანკი ერთობლივად განახორციელებენ. ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა. პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს აკადემიისა და ბიზნესის სექტორის გადაკვეთაში, რათა აკადემიურმა სექტორმა ხელშესახები სარგებელი მოუტანოს ბიზნესს. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სხვადასხვა მომსახურებას გაუწევენ თიბისი ბანკის პროექტ, სტარტაპერის პროგრამის მონაწილე კომპანიებს. მომსახურებების მენიუ მოიცავს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ (საერთო ჯამში 80-მდე) სერვისის გაწევას. პროექტი, GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ინსტიტუციონალიზებულია, რომელიც ასევე ხდება პროექტ სტარტაპერის ინტეგრირებული ნაწილი. ხედვა: პროექტის ხედვაა, A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა. რატომაა საინტერესო: აღნიშნული ინიციატივა, თავის მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცენდენტს საქართველოში.
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)