|
2019-02-21 12:56:06, 2129 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა. მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის შესწავლა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს 2019 წლის მაკროეკონომიკური ტენდენციები, საშუალოვადიანი ფისკალური პარამეტრები ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა, ინკლუზიური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სისტემაში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა პროგრამის მესამე მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)