|
2019-02-20 11:53:29, 1878 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. სამინისტროს ცნობით, მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურად გახსნიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში ევროკომისარი, მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარე გიუნტერ ოტინგერი. ნათია თურნავა მოხსენებით გამოვა პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის" მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხება. აღნიშნულ საკითხებზე მასთან ერთად ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრეა ჩოფი, საბერძნეთის გარემოსა და ენერგეტიკის სამინისტროს გენერალური მდივანი მიჰეილ ვერიოპულოსი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ტემენუჟკა პეტკოვა და სხვ. მრჩეველთა საბჭოს სხდომის დასასრულს ხელი მოეწერება დეკლარაციას. „სამხრეთის გაზის დერეფნის" მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა შეხვდება თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ფატიჰ დონმეზს, „ბიპის" რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელს პირებს. "სამხრეთის გაზის კორიდორით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)