|
2019-02-15 15:27:19, 2868 ნახვა
ეკონომიკა
მაკდონალდს საქართველო ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა
„მაკდონალდს“ საქართველო ევროპის რესტორნებს შორის შედეგებით კვლავ გამოირჩევა. კომპანიამ ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო -Best overall Performance დაიმსახურა. მაკდონალდს საქართველო ევროპის ქვეყანებს შორის გამოარჩიეს, დაჯილდოების ცერემონია ათენში გაიმართა და ესწრებოდა მაკდონალდს გლობალის მენეჯმენტი. მაკდონალდს საქართველოს 5 ქალაქში 15 რესტორანს და უმაღლესი სტანდარტების მქონე სადისტრიბუციო ცენტრს აერთიანებს. „მაკდონალდსის“ რესტორნები გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. საქართველოში ოპერირების მანძილზე, „მაკდონალდს“ საქართველოს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინის და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის. ეს ჯილდოებია:
„მაკდონალდსი“ ქართულ ბაზარზე წამყვანი ბრენდია და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მთლიან HoReCa სეგმენტში რამდენიმე წელია პირველ პოზიციას არ თმობს. მიუხედავად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, სწრაფი კვების ბაზარზე მზარდი კონკურენციისა, „მაკდონალდსმა“ თითოეული წელი ფინანსური მოგებით და შემოსავლების დადებით მაჩვენებლიანი ზრდით დახურა. „მაკდონალდსს“ მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს, სულ მალე, „მაკდონალდსის“ რიგით მე-15 რესტორანი ვაკეში, არაყიშვილის 3 გაიხსნება და მომხმარებელს ყავის და დესერტის უდიდეს ბრენდს - „მაკკაფეს“ გააცნობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „მაკდონალდს“ საქართველოს განვითარებისთვის EBRD -ის მიერ 20 მილიონი ევროა გამოყოფილი. კომპანია ამ ეტაპზე ადგილების გამოყოფასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია და 2 წელიწადში 7 ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს.
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)