|
2019-02-13 19:36:09, 1450 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება
„საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება. ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. „ასეთი სისტემა, პრაქტიკულად, სხვაგან არ არსებობს. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არ შეაქვს საპენსიო ფონდში დამატებით 2 პროცენტს და თანხას დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ 2 პროცენტი ყველა მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა", - განაცხადა გიორგი ქობულიამ და დასძინა, რომ დღეს მოსახლეობის თანხები არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, რომლის სარგებელიც ინფლაციაზე ბევრად მეტია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)