|
2019-02-13 19:32:29, 1457 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას
„ჩვენ ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკვე მომზადებულია ევროკავშირთან და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით საკანონმდებლო პაკეტი. კერძოდ, მინისტრის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი, გარდა ამისა, დამტკიცდება განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გიორგი ქობულიამ დაასახელა, ენერგოეფექტურობას შეეხება. პარლამენტსა და მთავრობაზე უახლოეს თვეებში გავა როგორც კანონპროექტი ენერფოეფექტურობის შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობის დანერგვით ჩვენ შევძლებთ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის დაზოგვას, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახსენა, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი იყო.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)