|
2019-02-13 18:05:33, 1438 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო გადაზიდვების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის
ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც სანავსადგურო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროგრამის გადახედვა/ფინალიზაციაზე (ანაკლია, ფოთი და ბათუმი), ასევე ხაზი გაუსვა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების სტრატეგიას და ამ მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას. „საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა ნაწილობრივ დამოკიდებულია სწორედ შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე. საქართველოს ნავსადგურებიდან შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურებში პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებასთან და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ერთის მხრივ, მიმდინარეობს მუშაობა საკონსულტაციო კომპანიებთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების კვლევის მომზადების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობს უშუალო მუშაობა კომპანიებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების მიმართულებით და შესაძლებელია მათი დაინტერესება შავ ზღვაზე დამატებითი სატრანსპორტო ხაზების დაწყების მიზნით.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)