|
2019-02-06 13:43:38, 1586 ნახვა
ეკონომიკა
მატეო პატრონე - EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას
ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს და EBRD-ის, როგორც საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორის და დონორის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებში ინვესტირებას EBRD-ი მომავალში გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონულ ჰაბად და ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის ინტერესს საჯარო სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა მატეო პატრონეს წინამორბედის, ბრუნო ბალვანერას წვლილს საქართველოში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პორტფელის შექმნაში, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)