16:05 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 17:06:42, 852 ნახვა

სამართალი
აჭარაში თბილისის დასახმარებლად ტვირთი და თანხა შეგროვდა

თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მასშტაბით ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  დახმარების მიზნით ტანისამოსი, სურსათი, ჰიგიენისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ბიზნესმენებმა და სამთავრობო ორგანიზაციებმა შეაგროვეს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აღნიშნა,  შეგროვდა სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები 300-დე  ოჯახისთვის.

"აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთობა ცენტრალურ შტაბთან  თბილისში. შეგროვდა სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლითაც 300-დე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველვყოფთ პირველადი საჭიროების ნივთებით და საკვებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მცხოვრებთ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს დაზარალებულებს,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ხაბაძის განცხადებით, აჭარის მთავრობაში შემავალი სტრუქტურების და თვითმმართველობების თანამშრომლებმა შეაგროვეს 60 000 ლარი, რასაც კვირის ბოლომდე კიდევ დაემატება ფინანსური შემოწირულობა.

ამასთან, როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, სტიქიით დაზარალებულებისთვის შეგროვებულ ნივთებს ახარისხებენ და პერიოდულად თბილისში გზავნიან.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, არ წყდება მოხალისეთა ნაკადი, რომლებიც რეგისტრირდებიან და საჭიროების შემთხვევაში თბილისში ფიზიკურ დახმარებას გაწევენ. ასევე მოაქვთ საჭირო ნივთები და პროდუქტები, რომლებსაც ვახარისხებთ და პერიოდულად ვაგზავნით თბილისში“ - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

ჰუმანიტარული ნივთები ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალურად შექმნილ შტაბებში გროვდებოდა. აღნიშნულ ობიექტებზე მოსახლეობას ამ დრომდე მიაქვს დახმარება. ასევე 45 000 ლარის სურსათი შეიძინა ინვესტორთა ასოციაციამ, რომელიც დღეს თბილისში გაიგზავნება. დახმარების სურვილი გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ქართველმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც თანხა გადარიცხეს შესაბამის ანგარიშზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics