|
2019-02-01 15:23:53, 2282 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულია პროექტების შერჩევაში სოფლის მოსახლეობის აქტიურიჩართულობის და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფლის მცხოვრებლების საჭიროებების დაფინანსებაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა გაორმაგდეს და გახდეს 40 მილიონი ლარი. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონის 1000-ზე მეტმასოფელმა უკვე გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)