|
2019-01-29 16:44:44, 1769 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება, - გიორგი ქობულიამ ამის შესახებ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ისაუბრა, რომელიც ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით იმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს, როგორც სპიკერმა მონაწილოება მიიღო პანელში „საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები". გიორგი ქობულიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა გააცნო, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაა. გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, „ერთი ფანჯრის პრინციპით" გაერთიანდება სახელმწიფო და საზღვაო სფეროში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები და შესაბამისი მომსახურების მიღება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება მომსახურების მიღება სხვადასხვა სექტორისა და ორგანიზაციისაგან, ხოლო კერძო სექტორის მომსახურება გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტს და მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებს.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)