|
2019-01-04 14:36:29, 3434 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: 2020 წლის ბოლომდე 230-ზე მეტი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი გაიხსნება
„2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი, 22,600 საწოლი ადგილით გაიხსნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების განთავსების ობიექტები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც აშენდება, რაც ადგილებზე გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. „სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში უკვე დასაქმებულთა ან მომავალში ამ სექტორში დასაქმებით დაინტერესებულთა სწავლებებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. ჩვენ ვგეგმავთ 4-სეზონიანი ტურისტული ცენტრების განვითარებას, რომელიც მუშახელს დაასაქმებს არა მხოლოდ სეზონურად და ადგილებზე მომიჯნავე დარგებისთვის ყოველწლიური შემოსავლების მიღების წყარო გახდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. აღსანიშნავია, 230 ტურისტული ობიექტიდან, 32 მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო აშენდება, საიდანაც 14 ამოქმედდება თბილისში, დანარჩენი სასტუმროები განთავსდება ბათუმში, მწვანე კონცხზე, ქუთაისში, თელავში, აგრეთვე საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.
(NS)
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)