|
2015-06-16 00:21:09, 819 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოვრიცხავ, პროკურატურაც დაინტერესდეს
სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა მომხდარის შესახებ კომპეტენტური და მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა მომზადდეს, - დავალება შესაბამის სამსახურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მისცა. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. „დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ გვირაბებმა და ახალმა გზამ ვერეს ხეობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს არის ემოციური შეფასება, თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქეყანაში ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის მაგალითი დაასახელა, სადაც, არაკეთილსინდისიერად გაცემული ნებართვების გამო, რომელმაც გარემოს დაზიანება გამოიწვია, პასუხისმგებელი პირები დაისაჯნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას განუმარტოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს. „ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ამა თუ იმ პირის პასუხისგებაზე. საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)