|
2018-12-21 17:33:34, 1428 ნახვა
სამართალი
გახარია დაკავებულ უკრაინელებზე - შსს-მ აღკვეთა დამატებით 14 არასასურველი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა
„შსს-მ აღკვეთა დამატებით 14 არასასურველი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. შს მინისტრი დაკავებული უკრაინელების თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პირები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებლები იყვნენ. „მე ვერ დავარქმევდი ბატონო ნუკრი ბოევიკებს, ძალიან ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი, ძალზედ სპეციფიკური გამოცდილების ხალხი იყო ყველა. ერთი რამ მინდა გითხრათ, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებული მოქმედება. ჩვენ უბრალოდ იძულებულები გავხდით, რომ ქვეყნისთვის, იმ მომენტში არასასურველი სპეციფიკური გამოცდილების და ცოდნების ადამიანები, ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი იყო იდენტიფიცირებული 14 პირი. მცდელობები იყო შემდეგ სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლის, იგივე პირების, თუმცა ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვართ და ამ თემაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)