|
2018-12-21 17:11:19, 1529 ნახვა
სამართალი
გახარია: მ.კ.-ს ნაწილში მუშაობას ვაგრძელებთ, არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ
„მიხეილ კალანდიას ნაწილში ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცხადა, პარლამენტში, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მისი თქმით, შსს მკაფიო პოზიციაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, რომ სამოხელეო ნაწილში გამოძიება უნდა დაიწყოს. „რეალურად ის რეკომენდაციები, რომელიც იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, ჩვენთვის გამოცემული, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ეს ყველაფერი და აქ გვაქვს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ერთი ეს არის სამოხელეო ნაწილი და მე გითხარით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია, ჩვენ ვთვლით, რომ სამოხელეო ნაწილში გამოძიება უნდა დაიწყოს და ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მივლენ და ამ გამოძიებას ჩვენებას მისცემენ. რაც შეეხება, მიხეილ კალანდიას ნაწილს, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა კიდევ ერთხელ, ვიმეორებ ჩვენ აქ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)