10:28 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:13:08, 1477 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს, -  ამის შესახებ პრეზიდეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"როგორც  საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა  შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით მისმა შვილებმა შიმშილობა დაიწყეს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics