|
2018-12-19 17:19:16, 1439 ნახვა
სამართალი
შსს-მ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, „საიგას“ სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)