|
2018-12-18 14:49:58, 1446 ნახვა
სამართალი
ბუტა რობაქიძის მამა: ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და იქ უნდა ჩალპნენ
ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს დარბაზში ხმაური იყო. როგორც ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ სასამართლო დარბაზში სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორს მოხვდა. რობაქიძის თქმით, ამავე ბრალდებულმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, შვილმოკლულმა მამამ პროკურატურის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „მადლობელი ვარ. დღეს სამართალი აღდგა. კარგად იმუშავა პროკურატურამ და მოსამართლემ ღირსეულად შეასრულა თავის ვალდებულება, დაურიგა მაქსიმუმი ამ ხალხს. ატეხეს ერთი ამბავი, როცა ხელბორკილები დაადეს. გარეწრები წავიდნენ ციხეში. სანთებელა ისროლა და მოხვდა პროკურორს, მერე მე გამიარა და დაიწყო გინება. პროკურორი დაშავებულია. რაც ეკუთნოდათ მიიღეს“, - აღნიშნა რობაქიძემ. ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)