|
2018-12-14 19:25:30, 1536 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, მათ პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან, ასევე საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა თავდაპირველად გამოთქმული თანხმობის მიუხედავად, ისინი შეხვედრაზე აღარ გამოცხადდნენ. „პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა“, - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას იწყებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)