|
2018-12-14 12:42:49, 1374 ნახვა
სამართალი
მარნეულის ყოფილი მერი ცილისწამებაზე საჩივარის შეტანას აპირებს
„მინდა, საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო“, - ამის შესახებ არნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა. ბაზოვი მისთვის წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე იტყუება. „მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მინდა, საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო“, - განაცხადა თემურ აბაზოვმა. შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)