|
2018-12-13 15:10:16, 1556 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ცემისა და ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით გამოძალვაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ჯგუფური ცემისა და ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, გ.გ.-მ, ბ.მ. -მ და ნ.ქ.-მ მათი ნაცნობი თ.კ ზესტაფონის რაიონში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე მიიყვანეს, რომელსაც მათთვის 15 000 ათასი აშშ დოლარის და 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" დათქმულ დროს გადაცემა მოსთხოვეს, ხოლო დაშინების მიზნით სამივემ თ.კ.-ს ხელკეტით და ხელებით სცემეს. „სამართალდამცველებმა გ.გ., ბ.მ. და ნ.ქ. 2018 წლის 17 იანვარს ზესტაფონის რაიონში დააკავეს. გ.გ. - ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ორ ე.წ. ბაშად დაფასოებული, დიდი ოდენობით - 0,5354 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰერონის" შემცველი ფხვნილი. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ" (ცემა, ჯგუფურად) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით), ხოლო გ.გ.-ს ასევე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ., ბ.მ. და ნ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)