|
2018-12-12 15:58:26, 1873 ნახვა
სამართალი
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე სააპელაციოშიც მოუგო
მსახიობმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. „თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ შემდეგი შემადგენლობით, მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, მოსამართლე ქეთევან დუგლაძე, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა, სექსუალურ შევიწროებაზე პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ; რითაც, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე. განხორციელებული ქმედებისთვის სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში PHR-ის იურისტები იცავდნენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)