|
2018-12-05 15:18:22, 1461 ნახვა
სამართალი
სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ცენტრში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ.-მ მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ. ტ.-ს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა. "გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ბრალდებულისათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)