|
2018-12-05 11:35:13, 1414 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე სამინისტროს რეაგირება ეფექტიანი და ხარისხიანი იყო
ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ"-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს დაწყებულ გამოძიებებზე ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პასუხისგებაში სულ 22 პირია მიცემული. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინება შემოვიდა გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. საკმაოდ მოკლე დროში, თუ არ ვცდები 4-5 დღე გავიდა, აი ამ მოკლე დროში, ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ გამოძიებები უკვე გარკვეულ კონდიციამდე მივიდა. აქედან 8 ფაქტი არ დადასტურდა და გამოძიება უკვე შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის 2 ფაქტი, რაზეც უახლოეს დღეებში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ოღონდ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ამ 24 ფაქტის ფარგლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ისე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ 22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელთაგან ნაწილში ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიტიკური მოტივი და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ასე შეაფასეს სამინისტროს რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - საკმაოდ ეფექტიანი და ხარისხიანი იყო გასულ წელთან შედარებით, ასევე, ძალადობის ფაქტების კლებაც შეინიშნება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)