|
2018-12-04 14:09:18, 1555 ნახვა
სამართალი
ადვოკატი უკრაინელების და საქართველოს ერთი მოქალაქის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს მოითხოვს
საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქის ადვოკატი, გიორგი როსტომაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა როსტომაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე, ალტერნატივის სახით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობასაც დააყენებს. „ჩვენი მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მტკიცებულება არ არის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, მაგრამ ალტერნატიული საშუალებაც გვექნება - გირაო. შესაბამისად, შეთავაზებული იქნება გარკვეული თანხა. ჩვენ ალბათ, 5 000 ლარით შევალთ, მაგრამ ამის გადაწყვეტას სასამართლოს მივანდობთ. არანაირი იარაღი მათი საკუთრება არ იყო. დუმილის უფლებით სარგებლობენ, ბრალს არ აღიარებენ. საქმეში ოპერატიული ბუნდოვანი პატაკია წარმოდგენილი, რომლის საფუძველზეც ეს ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ადვოკტმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)