|
2018-11-30 12:50:16, 3158 ნახვა
სამართალი
შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. "ექსპრესნიუსი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის: ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) - 4 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) - 1 ფაქტი. არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) - 1 ფაქტი;საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) - 2 ფაქტი. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) - 2 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) - 4 ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)