|
2018-11-28 16:21:42, 1407 ნახვა
სამართალი
შსს-მ აბაშაში საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 164-ე მუხლით მიმდინარეობს (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება). „მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ აბაშაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ლეონტი ნადარეიშვილი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)