|
2018-11-24 13:18:22, 1553 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ კ.კ-ს მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ " ქვეპუნქტით განთვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაუკავშირდა კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს გ.ქ.-ს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები, ასევე ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლის ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა. „პროურატურამ დაადგინა კ.კ.-ს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა.ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას. გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის რაიმე სახის მნიშვნელვან ინფორმაციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)