|
2018-11-23 19:41:30, 2471 ნახვა
სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე თურქმა სამართალდამცველებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ თურქმა სამართალდამცველებმა საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც გორაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, თურქულმა მხარემ არ ჩათვალა, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება უნდა მომხდარიყო. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგი თავისუფალია. შესაბამისად, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ამაში უკანონოს ვერაფერს ვხედავთ, თურქეთის სახელმწიფომ არ ჩათვალა, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო. მისი საქართველოში ექსტრადაცია უკანონო იქნებოდა, მით უმეტეს, როდესაც მის წინააღმდეგ ძალიან ბევრ უკანონობას ჩადის ჩვენი სახელმწიფო“, - განუცხადა კობაიძემ „რუსთავი 2“-ს. ცნობისთვის, მინდია გორაძე თურქეთში, 25 ოქტომბერს დააკავეს. იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი დაკავება ტრაპზონში, სპეციალური რეიდის ფარგლებში მოხდა. სამართალდამცველებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც მინდა გორაძე აღმოჩნდა. მათ ადგილზე არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს. შეგახსენებთ, რომ 36 წლის მინდია გორაძეს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის სასამართლომ ბრალდებულ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)