|
2018-11-21 17:33:27, 1822 ნახვა
სამართალი
პავლიაშვილი: თათბირს, სადაც ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები უნდა დაებეჭდათ, ჩვენი წყარო არ ესწრებოდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, თათბირს, სადაც ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები უნდა დაებეჭდათ, NGO-ების წყარო არ ესწრებოდა. პავლიაშვილის თქმით, პროკურატურას იგივე ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. „პროკურატურაში დაგვისვეს კითხვა გავამჟღავნებდით თუ არა მოწმის მონაცემებს და იდენტიფიცირება მოხდებოდა თუ არა. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რომ დავიცავდით მოწმის კონფედენციალობას უფლებადამცველების მანდატიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვსარგებლობთ აბსოლუტური პრივილეგიით, რა შემთხვევაშიც პროფესიული საიდუმლოების დროს გამჟღავნებული ინფორმაცია არ უნდა გახდეს საჯარო. არავინ არ არის უფლებამოსილი, რომ ეს ინფორმაცია გაგვავრცელებინოს. ახლა უკვე საგამოძიებო უწყებებმა უნდა მოახერხონ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. საუბარი არ ყოფილა, თუ რა მასშტაბის პირადობები დაიბეჭდებოდა. ასეთ ინფორმაციას არც ჩვენ არ ვფლობთ. წყაროს ინფორმაციით, ერთ პირზე დაიბეჭდებოდა ხუთი პირადობა, სადაც ფოტო იქნებოდა ერთი და იგივე მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერი შეიცვლებოდა. ამ ეტაპისთვისსაარჩევნო ადმინისტრაციიდან ერთიანი სიები გვაქვს გამოთხოვილი, ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 15 ნოემბრიდან სააგენტომ მიაწოდა იმ პირთა სია, ვისაც 18 წელი უსრულდებოდა მეორე ტურისთვის. საინტერესოა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების მონაცემების დაზუსტება ხორციელდებოდა და საარჩევნო რეგისტრაცია მიმდინარეობდა, ამიტომ ერთიანობაში ამ მიმართულებითაც გავაგრძელებთ საკითხის შესწავლას”, - განაცხადა პავლიაშვილმა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)