|
2018-11-19 16:28:25, 1448 ნახვა
სამართალი
„კობაურს შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან“ - სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის პროცესი იწყება. სასამართლო მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს. კობაურის ადვოკატები საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მწყემსის გათავისუფლებას ითხოვენ. "დღეს გაიმართება წინა სასამართლო სხდომა, რა დროსაც სასამართო განიხილავს იმ მტკიცებულებათა დასაშვებობის ან დაუშვებლად ცნობის საკითხს, რომელიც წარმოადგინეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა. დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაისინჯება კობაურის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი", - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ აექსანდრე კობაიძის თქმით, დნმ-ის პასუხების მიხედვით, დასტურდება, რომ კობაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან. „ბრალდების მხარემ ჩაატარა ტრიდე ფორმატში იქაური გარემოს აღწერა და აქედანაც ცალსახად ჩანს, რომ ერთი ადამიანი ვერ გადაადგილებდა გვამებს იმ მიმართულებით, რასაც ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე გვედავება. დნმ-ის პასუხების მიხედვით, დასტურდება, რომ ნამდვილად, კობაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან. დღეს მოვითხოვთ, რომ ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ აღნიშნული საქმე და ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას გამოვიყენებთ და მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს კლიენტს“, - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კობაურს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)