|
2018-11-17 17:43:53, 2336 ნახვა
სამართალი
გორის პარკში, სავარაუდოდ 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედრს ეძებენ
გორის პარკში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები სავარაუდოდ 2004 წელს დაკარგული მოზარდის ცხედრის ადგილსამყოფელს ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ე.წ. ახალ ბაღში ყველა შესასვლელი ბლოკირებულია. დღეს ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი მედიასთან კომენატრს შსს-გან ინფორმაციის დადასტურებამდე არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის ბავშვის, ნანა ბერიაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. რაც შეეხება 14 წლის წინ გაუჩინარებულ მოზარდს, ამ საქმეზე ნებიერიძეს ბრალი გამოძალვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)