|
2018-11-15 13:15:21, 2145 ნახვა
სამართალი
„დედა-შვილი ჯერ ნაპოვნი არ არიან“ - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. "მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდა საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოძებნის პროცესი, იმის დასადგენად არიან თუ არა კიდევ დაშავებულები. სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე. რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც არის სამშენებლო ფილა ჩავარდნილი, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან და ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ასევე, გრძელდება ძებნის სამუშაოებიც. მოგეხსენებათ, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, იქნება მობილიზებული რშესაბამისი ტექნიკა, რითიც მოხდება ამ ფილის აწევა“ , - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)