|
2018-11-14 11:55:15, 1743 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, სხდომა დღეს არის ჩანიშნული. დეკანოზის უფლებადამცველის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, აღნიშნული კანონს პროკურატურა ადვოკატების შეზღუდვისთვის იყენებს, რათა მათ საქმის მასალებზე საუბარი ვერ შეძლონ. „თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და იქნება, ასე ვთქვათ აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურად ცნობილი, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, როგორ ცალმხრივად წარიმართა ეს პროცესები ამ ხნის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, სადაც მზადდება სარჩელის შეტანა ე.წ. ციანიდის საქმეზე“, - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. ის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)