|
2018-11-10 16:04:44, 2017 ნახვა
სამართალი
გახარია ფოთში მომხდარ ფაქტზე - პოლიციელი მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად
„მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და ჩვენ უფრო მეტად შეგვტკივა გული ვიდრე თქვენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნას დადგენილი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასაფასებელია, რომ „პოლიციელს არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად“. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნას დადგენილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე სახელმწიფო ყველა სახის ზრუნვას გაწევს. ყველა სხვა პოლიციელისთვის მაგალითი არის შემდეგი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად, ამიტომ ეს არის დასაფასებელი. გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადგენს სიმართლეს და როგორც კი ეს სიმართლე იქნება დადგენილი ეს ადამიანი იქნება დაფასებული სწორედ იმ ზომით რა ზომითაც ის იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა მოქალაქეს ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე წაასწრეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელი პირის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)