|
2018-11-10 10:53:10, 1820 ნახვა
სამართალი
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი, „მდმა“-ს შემცველი 9 აბი და 2 გრამამდე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გაანცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)