|
2018-11-09 14:28:02, 2124 ნახვა
სამართალი
თემქაზე მოკლული გოგოს მამა, დაცვის მხარის ექსპერტიზას არ ენდობა
თექაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმის დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაკითხა. ალექსანდრე გეჯაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა 9 ჭრილობა იმ დანით მიყენებულ ჭრილობას არ შეესაბამება, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებადა არის წარმოდგენილი. ექსპერტის თქმით, ანა ნაცვლიშვილს ყველა დაზიანება ლადო გრიგალაშვილს შესაძლოა ვერ მიეყენებინა. ექსპერტის დასკვნა, მოკლული გოგონას მამისთვის, მამუკა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან აღნიშნული დასკვნა გააპროტესტა. მისი განმარტებით, დაცვის მხარე ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილისთვის ბრალის შემსუბუქებას ცდილობს. „ჩემთვის მიუღებელია ექსპერტიზის დასკვნა, რასაც ადვოკატი 8 თვისის განმავლობაში ამბობდა ის თქვა ექსპერტმა. ამისთვის ადვოკატმა მას ფული გადაუხადა. ადვოკატს უნდა, რომ 109-ე მუხლი გადაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით და ბრალდებულს ბრალი შეუმსუბუქდეს. თუმცა ექსპერტმა კატეგორიული პასუხი ვერ გასცა“, - განაცხადა მოკლულის მამამ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)