|
2018-11-09 14:03:24, 2150 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორჩაძეს სასჯელის მოხდის ვადაში 8 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაეთვალა. “დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სიხლის სამართლის საქმეზე. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 372 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)