|
2018-11-07 15:27:54, 1738 ნახვა
სამართალი
„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს
„ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა. როგორც კომისიის ხელძღვანელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რეზოლუციის თაობაზე პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდებიან. „ეს რეკომენდაციები თქვენ იცით, რომ მრავალი მიმართულებით არის, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაცია მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რომ მალე შესრულდეს, უახლოეს ათ დღეში. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ასევე - ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას და იმ ჩანაწერებმა, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა იყო მართებული. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება, შემდეგ კი მათ მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვაში და ჩაფარცხვაში. ამ სამ საკითხზე ვითხოვთ შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ პარლამენტში. მანამდე შეასრულონ რეკომენდაცია და შემდეგ უკვე მოახსენონ პარლამენტს, რას გააკეთებენ",- განაცხადა კაპანაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)