|
2018-11-05 12:25:15, 1770 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ზვიად კუპრავას საქმის განხილვას ჩამოშორდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ზვიად კუპრავასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვას ჩამოშორდა. კუპრავა აცხადებდა, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი რამდენიმე წლის წინ მოსამართლისთვის შეუსაბამო საქმიანობაში ამხილა. მოსამართლის თქმით, კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა იმისათვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს, გადაწყვიტა საქმეს ჩამოშორდეს. „ამბობენ, რომ თურმე მე ბინებს ვაქირავებ და ამ შემოსავლით ვცხოვრობ. სამეწარმეო საქმიანობას არ ვახორციელებ. ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, თუმცა იმის გამო, რომ კუპრავას, მის ადვოკატებს და მხარდამჭერებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოსამართლე ამ ცილისწამებლური განცხადებების გამო განაწყენებულია, ამ საქმეს უნდა ჩამოვცილდე", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა. ცნობისთვის, საქმე ეხება, 12 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომელზეც ზვიად კუპრავას ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა).
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)