01:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 10:01:52, 1418 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია სამეგრელოში ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება მოკვლევას ჩაატარებს, თუმცა ამ ეტაპზე, ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

„მე არ ვიცი, რა არის „ძველი ბიჭი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძელებს მომავალშიც. სხვა ვერცერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება. ჯერჯერობით ვიცით სიტყვის დონეზე, თუ ეს ფაქტი დადასტრუდება, გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღვძრავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics