|
2018-11-02 18:43:53, 1705 ნახვა
სამართალი
პირს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ცოლის ძმა მოკლა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ძმის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის ძმას - დ.ვ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით, ორივე ფეხის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დ.ვ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 აპრილს „წითელი ხიდის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)