|
2018-10-31 11:38:56, 1201 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.მ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,01522 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. ასევე მან სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,115058 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქ.ბათუმში ამოიღეს. „ი.მ. 2018 წლის 20 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და ''ბ'' ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ''ა პუქნტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)